"გაათავისუფლეთ გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას" - ხმაური იმერეთის სამხარეოსთან

გამოქვეყნდა:

იმერეთის სამხარეო პოლიციასთან ხმაურია. ადგილზე ნამოხვანის ინცინდენტის საქმეზე დაკავებული 6 პირის-სპორტსმენი ძმები წულუკიძეებისა და ძმები ჭელიძეების ახლობლები არიან შეკრებილები და გადაკეტილი აქვთ გზა.

დაკავებულები ცოტა ხნის წინ იმერეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები. მათი სასამართლო დღესაა ჩანიშნული.

ახლობლებს პოლიციის უფროსმა, სულხან თამაზაშვილმა გზის გთავისუფლებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უთხრა, რომ პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი