
"თუ ეს ერთი თვე ძალიან არ დავიცავით წესებით, რა თქმა უნდა, [ზაფხულში] სიტუაცია ძალიან მძიმე იქნება. ყველას გვახსოვს რა იყო ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში. ძალიან გვინდა რამენაირად გავუძვრეთ ეს ერთი თვე, შევიკავოთ თავი დიდი სუფრებისგან, საზოგადოებაში პირბადის გარეშე გამოჩენისგან. მესმის ძალიან ძნელია, ამდენი ხანია პირბადით დავდივართ, ყველას მობეზრდა. ეს არის ერთმანეთისადმი პატივისცემა, ურთიერთმოფრთხილება, ბოლო-ბოლო უზრდელობაა დღეს საზოგადოებაში ნიღბის გარეშე რომ გამოჩნდები".
ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე "პალიტრანიუსთან" საუბრისას.