საქართველოში, საკუთარ სისხლს ლუკმა-პურის სანაცვლოდ, 30-40 ლარად ყიდიან

გამოქვეყნდა:

მოქალაქეები საკუთარ სისხლის ყიდიან - ყიდიან 30 ლარის სანაცვლოდ, რომ დღის ბოლოს შვილებს ლუკმა-პური უყიდონ. უმძიმესი სოციალური კრიზისის ფონზე კი ირკვევა, რომ სისხლი საქართველოდან ექსპორტზე გადის. საქართველოდან უცხოეთში გასული სისხლის ღირებულება 5 მლნ დოლარსაც კი უახლოვდება. არადა, ეს რიცხვი 10 წლის წინ ნულის ტოლი იყო. ეს ხდება მაშინ, როცა დონორების დეფიციტის გამო პაციენტები ხშირად ადგილზე იღუპებიან.

იმას, რომ საქართველოში საკმაოდ ხშირად სისხლის დეფიციტი იქმნება, სისხლის ბანკებშიც ადასტურებენ. დონორების რაოდენობა მცირეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საშუალოდ 60 000 დონაციაა საჭირო. საქართველოში კი ეს რიცხი 37 000-ს არ აღემატება. მათ შორის უმეტესობა ფასიანი დონორია. სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით, 2019 - 2020 წლებში სისხლის ექსპორტმა 5 მილიონ დოლარს მიაღწია. 

ოფიციალური მონაცემებით საქართველოდან სისხლი უმეტესად აზერბაიჯანში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და რუსეთში გადის. გამტანები კი ის კერძო სისიხლის ბანკებია რომლებიც საქართველოს გაჭირვებულ მოსახლოებას გაღებულ სისხლში კაპიკებს უხდიან და თავად ექსპორტში მილიონებს შოულობენ. 

 

ეკა გაგუას რეპორტაჟი - "გაყიდული ქართული სისხლი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი