ბენზინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა - "მთავარი არხის" ინფორმაციით, პარლამენტი ახალ რეგულაციებზე მუშაობს

გამოქვეყნდა:

დღეს, საწვავის ფასმა საქართველოში კიდევ რამდენიმე თეთრით მოიმატა, ერთი ლიტრი ბენზინი, უკვე სტაბილურად, 3 ლარამდე ღირს. საწავავის გაძვირება ჯაჭვური რეაქციით აძვირებს ყველაფერ დანარჩენს, რადგან საკვები იქნება ეს, თუ მედიკამენტი, ის მომხმარებლამდე უნდა მივიდეს. ბევრმა მანქანა უბრალოდ გააჩერა. პერიოდულად ვხედავთ პროტესტსაც, რომ სახელმწიფომ რაღაც უნდა იღონოს.

პარლამენტში ახალსამეწარმეო კოდექსზე მუშაობენ. როგორც "მთავარ არხს" რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ შეგვატყობინა, უახლოეს მომავალში ახალი რეგულაციების დაწესებაა დაგეგმილი, რაც საწვავის შემოტანის პრივილეგიას მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულ კარტელს დაუტოვებს. ეს კი მცირე იმპორტიორებს საერთოდ გააქრობსა და რიგითი მომხმარელისთვის ბენზინს კიდევ უფრო გააძვირებს.

თუ ეს გეგმა რეალობად იქცა, მაშინ ასობით დამოუკიდებელი ნავთობიმპორტიორი გაქრება, რადგან საწვავის შემოტანის ექსკლუზიური უფლება, ქვეყანაში მხოლოდ ხუთ მსხვილ კომპანიას ექნება, ისინი დაარეგულირებენ საწვავის ტარიფს და ბაზარზე დაბალფასიანი საწვავი საერთოდ გაქრება.

მიხეილ გოგუაძის რეპორტაჟი - "ბენზინი ძვირდება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი