გელათის მონასტრის ეზოში ისტორიულ არტეფაქტებს ბრეზენტი გადააფარეს და დამარხეს. ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის საკრებულოს წევრის თქმით, ისტორიული გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ფრაგმენტების მუზეუმში გადატანის ნაცვლად მიწისქვეშ მოაქციეს.
უცვლელია ისტორიული ტაძარშიც არსებული ვითარება. ჩამორეცხილია ფრესკები, ხარაჩოებშია ტაძარი და თუნუქის ფირფიტებით არის გადახურული მონასტერი.