"გლოვოს" და "ვოლტის" კურიერებმა რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. ისინი სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ
"არა ნამხავანჰესს!" "ქართული მიწა არ იყიდება" - ამ შინაარსის წარწერებით მათ მიტანილი აქვთ ბანერები.
"გლოვოს", "ბოლტისა" და "ვოლტის" კურიერებმა სოლიდარობის აქცია 15 აპრილსაც გამართეს.