როგორ გგონიათ, ოპოზიციის ლიდერები არ მოინდომებენ სასამართლოზე ან ძალოვნებზე თავზე მოჯდომას? - მეუფე იაკობი

გამოქვეყნდა:

მორიგი პოლიტიკური ქადაგება და ოპოზიციის კრიტიკა ამბიონიდან. მეუფე იაკობი ოპოზიციის ლიდერებს პარლამენტში არშესვლის გამო აკრიტიკებს და პანდემიის გავრცელებაშიც სწორედ პოლიტიკოსებს ადანაშაულებს. იაკობმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2020 წლის ოქტომბერში არჩევნების ჩატარება "საშინელი დანაშაული" იყო, რომელსაც შედეგად ვირუსის გავრცელება და 3 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

მერე პოლიტიკოსები აქეთ-იქით რომ დარბოდნენ, გაავრცელეს, ბიოლოგიური იარაღები გახდნენ. შედეგი რა იყო? სიკვდილი ხალხის და რა მივიღეთ? არა პარლამენტი...ზოგი იძახის შევალ ზოგი იძახის არ შევალ. ვინ ხარ რას გვამადლი შეხვალ თუ არ შეხვალ? - ამბობს მეუფე იაკობი.

სასულიერო პირის თქმით, ოპოზიციას პარლამენტში შესვლა არ უნდა, რადგან ძალაუფლების მიღების შემთხვევაში, ისინიც შეეცდებიან სასამართლოსა და ძალოვან უწყებებზე "მოჯდომას":

რომ არ გვინდოდეს არ გავიდოდით? მარა ვის გინდა რომ გახვიდე და გვერდში დაუდგე? კარვებით რამეს დაამარცხებ? მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ მიდით გააკეთეთ ისე თუ გინდათ ჩვენთან ურთიერთობა, რომ პარლამენტს წესით მოახდინეთ ცვლილებები.

როგორ გგონიათ, ოპოზიციის ლიდერები რომ ავიღოთ, არ მოინდომებენ სასამართლოზე ან ძალოვნებზე თავზე მოჯდომას? მოინდომებენ...იმიტომ, არ უნდათ პარლამენტში შესვლა რომ კანონები შეიცვალოს. კანონი და სისტემა თუ არ შეიცვალა არაფერი დალაგდება ჩვენთან." ამბობს მეუფე იაკობი

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი