"ოცნება" არ გამოცხადდა შეხვედრაზე, ესემესით შეატყობინეს ჩვენს მასპინძლებს - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით მმართველი პარტია შეხვედრაზე არ მივიდა და ელჩებს ამის შესახემ ესემესით შეატყობინა.

"დღევანდელ დღეს დავარქვი შეთანხმების დღე, მაგრამ შეთანხმებას სჭირდება ორივე მხარე.პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ", არ ვიცი დემონსტრაციულად, არ ვიცი როგორ, მაგრამ ისინი არ გამოცხადნენ ამ შეხვედრაზე და მხოლოდ ესემესით შეატყობინეს, როგორც ვიცი, ჩვენს მასპინძლებს. საოცარი მიდგომაა, სახელისუფლებო ძალის მხრიდან ასეთი ქმედება ჩემთვის არის შოკისმომგვრელი, რამდენჯერმე ვიკითხე, რა ხდება მეთქი", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი