"მნიშვნელობა არ აქვს სად, მთავარია ებრძვი მტერს" - უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის შვილი

გამოქვეყნდა:

რუსულ აგრესიას კიდევ ერთი ქართველი შეეწირა - უკრაინაში მებრძოლი დავით შარტავა დონბასში, რუსეთის შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა. დავით შარტავა 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა და უკრაინულ არმიაში ქართული ლეგიონიდან მივიდა.

ოჯახს მომხდარის შესახებ დავით შარტავას თანამებრძოლებმა შეატყობინეს. 

"ეს იყო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან უკრაინელი ხალხი ქართველების მთავარი მოკავშირე და ყველაზე მეგობრული ხალხი არიან, მათაც იგივე გასაჭირი აქვთ რაც საქართველოს. საქართველოც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და უკრაინაც, განიცდის იგივე ტკივილს. 

მამაჩემი 2004-ში იბრძოდა ცხინვალში, მნიშვნელობა არ აქვს სად იბრძვი იქნება ეს უკრაინაში, საქართველოში თუ სადმე სხვა ქვეყანაში, მთავარია, შენ ებრძვი შენ მტერს და გაქვს იდეა, რომ ემსახურო შენ ქვეყანას, დაიცვა შენი ხალხი და მისი მოკავშირეები", - თქვა გიორგი შარტავამ. 

ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ტრაგიკულ ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ დავით შარტავას რუსების მიერ ნასროლი ერთ-ერთი ჭურვის ანასხლეტი თავის არეში მოხვდა.

ჯერ უცნობია როდის გადმოასვენებენ დაღუპულ ჯარისკაც საქართველოში, ცნობილია ის, რომ დონბასიდან ის ჯერ კიევში უნდა გადაასვენონ.

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი