ხმაურია ამ წუთებში მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, სადაც რამნდენიმე წუთის წინ ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მივიდა. მას ტაძარი დაკეტილი დახვდა. ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა, ბერებბმა და მრევლმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტი ტაძარში არ შეუშვეს.
"მიგვაჩნია, რომ ის არის უღირსი მღვდელმთავარი, იმიტომ, რომ მან რაც გააკეთა, დღესაც კიდევ დანაშაული დანაშაულს დაამატა, სამ რაღაცაზე პასუხი უნდა გასცეს ჯერ - რატომ ამიკრძალა ტრაპეზთან მიახლება, მეუფე პეტრეს საშინელი ცილი დასწამა და აუცილებლად უნდა დაამტკიცოს, სანამ მიწაში არ ჩავა ამაზე პასუხი გასაცემი ექნება, და მესამე, მან ჩემი აღსარება გასცა", - ამბობს გადაყენებული წინამძღვარი, მამა დანიელი.
სასულიერო პირები ამბობენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვას მანამდე არ ჩააატრებინებენ სანამ სიმართლეს არ იტყვის და არ დაამტკიცებს ბრალდებებს. ისინი ეპარქიული კრების ჩატარებას ითხოვენ.
დაპირისპირებას მეუფე სტეფანემ და მისმა თანმხლებმა პირებმა ტრადიციულად უპასუხეს და გალობა დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიიდან კიდევ ოთხი მამაო განკვეთა. მათ შორის არიან ის მღვდელმთავრები, რომლებიც მკვეთრად აფიქსირებდნენ თავიანთ პროტესტს. მეუფე სტეფანემ განკვეთილ მღვდლებს მსახურების უფლება შეუჩერა და თქვა, რომ მათ უფლება მხოლოდ მას შედეგ აღუდგებათ, რაც ისინი ერისა და ბერის წინაშე მოინანიებენ.