პოლიციელები, რომლებიც ჯარისკაცების მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს, შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსები, გიორგი ბიჩინაშვილი და დავით დევდარიანი არიან.
"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი იაღლუჯას სამხედრო ბაზაზეც იმყოფებოდა, თუმცა ადგილზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხი არ გასცეს.
მომხდარს გამოეხმაურა სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატისთვის ფაქტის შესახებ ცნობილი 2020 წლის ზაფხულში გახდა. ბურჯანაძის ინფორმაციით, მომხდარში 2-ზე მეტი პირი მონაწილეობდა. როგორც ის ამბობს, სახალხო დამცველის აპარატი გამოძიების პროცესს დააკვირდება.
"სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ჩატარებული გამოძების მიხედვით, დადასტურდა, რომ გარკვეული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. ეს ისეთი საკითხი არ არის, რომელშიც 1-2 ადამიანი ფიგურირებდა. ჩვენ ბუნებრივია დავაკვირდებით ამ საკითხს, რამდენად სრულყოფილად ჩატარდა გამოძიება, ხომ არ არის გარკვეული სხვა ნიშნები. საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტია",-თქვა გიორგი ბურჯანაძემ.
ბრალდებულები მოდულის შენობაში არიან გადაყვაილი და ბრალის წაყენებას ელოდებიან.