ჯერ არ შემოტანილი ვაქცინებით ასაცრელად, 2 დღეში 50 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა

გამოქვეყნდა:

19 აპრილს, ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი აამოქმედა, რომლის მიზანიც, როგორც თავად ამბობენ, იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრაა.

ვებ-გვერდზე, ორ დღეში, ვაქცინაციის მსურველი 50 380 ადამიანი დარეგისტრირდა. მათ უმეტესობას, 48 290 მოქალაქეს Pfizer-ის ვაქცინით აცრა სურს, 23 388-ს "მოდერნა", AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთება 9 617 ადამიანს უნდა. ზუსტი გადანაწილება კი ასეთია:

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ვებგვერდზე მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა აცრისთვის წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია და თავად აირჩიოს მისთვის სასურველი ვაქცინა. რეგისტრაციის გასავლელად კი  სარეგისტრაციო ფორმის შევსებაა აუცილებელი.

თუმცა, მედიკოსებისა და ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ეს არა წინასწარი რეგისტრაცია, არამედ კვლევაა, რომელსაც ჯანდაცვის უწყება ატარებს იმისთვის, რომ გაიგოს - რომელი ვაქცინის გაკეთება უნდა მოსახლეობას. 

ამ დროისთვის, საქართველოში ვაქცინაცია მხოლოდ ორი სახის ვაქცინით - AstraZeneca-თი და Pfizer-ით მიმდინარეობს. თუმცა, ვაქცინის გაკეთება მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და 55 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებს შეუძლიათ. ცნობილია ისიც, რომ ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდაბ, აცრა კი 4 მაისიდან დაიწყება. 

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღეისათვის კი 31 911 ადამიანია აცრილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი