სალხინოს მამათა მონასტერში სასულიერი პირები და მრევლი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, მეუფე სტეფანემ გუშინ სალხინოს ტაძრის წინამძღვრად გოჩა ლიპარტელიანი დანიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება სტეფანესთან დაპირისპირებულმა სასულიერო პირებმა გააპროტესტეს.
ახალ წინამძღვარს კი დღეს, მონასტერში წირვა უნდა აღევლინა, ამის გამო სალხინოში ჩავიდნენ მისი მხარდამჭერი ბიზნესმენები კლიმენტი კეკუტია და ლაშა პაპაშვილი, რასაც სწორედ ახალი წინამძღვართან დაპირისპირებული სასულიერო პირებისა და მრევლის უკმაყოფილება მოჰყვა
ისინი ამბობენ, რომ პაპაშვილი საპატრიარქოდან სპეციალურად გამოგზავნეს, თავად პაპაშვილი კი ამბობს, რომ ყველამ უწმინდესის მიერ დანიშნულ პიროვნებას უნდა დაუჭიროს მხარი.
"არამგონია რამე დაპირისპირება იყოს, ჩვენ ისეთი უწმინდესი გვყავს, რომელიც მე უკვე 20 წელია ეკლესიაში მოვედი, გვასწავლის ერთობას. ეშმაკი აშორებს - უფალი აერთიანებს. ესაა ოდითგანვე ერთიანობის, საქართველოს ყველაზე დიდი მეფის დავით აღმაშენებლის სამოღვაწეო ადგილი და აქ დაპირისპირება ყოვლად დაუშვებელია. ყველა ერთად უნდა ვიყოთ. მე სტუმრად ვარ, რა თქმა უნდა, უწმინდესის ლოცვა-კურთხევა რაცაა და დანიშნული წინამძღვარი ვინცაა, იმას უნდა დავუჭიროთ ყველამ მხარი.
ჩვენი შეცდომილი ძმები ვინც არიან იმათ კიდევ ვუსურვოთ, რომ მოინანიონ... ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ბიბლიურ უხუცესს მუხლებთან მივუჯდეთ, ყველა ჩვენგანი და თქვენგანი და რასაც გვაკურთხებს მოვუსმინოთ", - ამბობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.
იხილეთ ასევე: