მოძალადეების დაცვის სადარაჯოზე - "უცნობი" ვახო სანაიაზე თავდამსმხელებს გირაოს უხდის 

გამოქვეყნდა:

მედია მოძალადე, თავდამსხმელები კი მსხვერპლები - უცნობმა ახალი გეგმა დასახა - ციხიდან დამნაშავეები დაიხსნას.

გია გაჩეჩილაძე ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავისუფლებას ჰპირდება და მზად არის ბრალდებულებს გირაო თავად გადაუხადოს.

უცნობი ოცნების პროკურატურისგან გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვახო სანაიას წინააღმდეგ და მოძალადეების დასაცავად ახალ აქციას აანონსებს.

გია გაჩეჩილაძეს ქართული ოცნების პარტიული აქტივის შეწუხება კიდევ ერთხელ 29 აპრილს მოუწევს. მდუმარე შეკრების ეპიცენტრი კი საქალაქო სასამართლო იქნება, სხდომათა დარბაზში ვახო სანაიაზე თავდამსხმელების საქმეს განიხილავენ, დარბაზს მიღმა კი მოძალადეების გათავისუფლებას, ალბათ, ისევ „ინტელექტუალურად“ მოითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი