ზუგდიდი- ჯვრის 24 კილომეტრიან მონაკვეთზე ლიანდაგები აყარეს

გამოქვეყნდა:

დაბა ჯვრის და სამეგრელოს 9 სოფლის მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის კომპანიას უპირისპირდება.

ირკვევა, რომ რკინიგზის ზუგდიდი- ჯვრის 24 კილომეტრიანი მონაკვეთი, პანდემიის პერიოდში აყარეს და სავარაუდოდ ჯართად გაყიდეს.

სამეგრელოს მოსახლეობა კი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. ისინი ამბობენ, რომ პანდემიის დაწყებამდე ამ გზით სარგებლობდნენ და მატარებლითაც გადაადგილდებოდნენ. მათივე ინფორმაციით, კომპანიას დაახლოებით 6 დღე დასჭირდა ლიანდაგების ასაყრელად. მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ლიანდაგები ჯართად გაყიდეს

რკინიგზაში ამ ფაქტს არ უარყოფენ და აცხადებენ რომ ლიანდაგები არ გაყიდულა და დასაწყობებულია:

უფუნქციოდ დარჩენილი, ზუგდიდი-ჯვარის სარკინიგზო უბნის 11-35კმ მონაკვეთზე ტექნიკური მდგომარეობისა და მორალური ცვეთის გამო, შეუძლებელი და არარენტაბელური იყო აქტივების აღდგენა, რადგან ამ აქტივების დიდი ნაწილი წარმოადგენდა ძველ რ-43 და რ-50 ტიპის უვარგის ზედნაშენ მასალებს (რომელთა შესყიდვას „საქართველოს რკინიგზა“ აღარ აწარმოებს). ეს მასალები ვეღარ პასუხობდნენ დღეს მოძრავი მატარებლების სიჩქარეს და ტვირთების გადაზიდვისათვის ღერძზე მოსული დატვირთვის მოთხოვნებს. გასათვალისწინებელია, რომ დემონტაჟის მიმდინარეობისას განხორციელდა ამოღებული მასალების ვარგისიანობის მიხედვით დახარისხება, რის შემდეგაც „ძველვარგისი“ მასალები (რკინა/ბეტონის შპალი, რელსი, ქვედი, ჩასადები და საკლემე ჭანჭიკები) გადაცემული იქნა სალიანდაგო სამმართველოებზე შემდგომი გამოყენების მიზნით. დარჩენილი ზედნაშენი მასალები დეფექტების, ცვეთების და კოროზიების გამო აღრიცხულ იქნა, როგორც „ჯართი“ და შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცა ს.ს. ,,საქართველოს რკინიგზის“ სათაო ოფისს" ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

განცხადება სრულად 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი