სამწუხაროდ, საკმარისი მსურველი არ არის, თორემ ვაქცინა საკმარისი გვაქვს. ბატონი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ სისტემა არ გვაქვს და მსურველი ბევრია, მე პირიქით ვამბობ - სისტემა გვაქვს ძალიან კარგი.
სხვა საქმეა, რომ ჩვენ ოთხი თვით დავიგვიანეთ და ამ ნაკლოვანებას ყველა ვაღიარებთ, მაგრამ ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ახლა, როდესაც ჩვენ შემოვიტანეთ ვაქცინა და დავიწყეთ ვაქცინაცია, იმის შემდეგ საკმარისი ვაქცინა გვაქვს, თან ყველაზე მაღალი ხარისხის...
ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რუსთავი 2-ის ეთერში.