სტიქია ხარაგაულში. რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ძირულა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
უხვმა ნალექმა ჩინური კომპანიის კუთვნილი ტერიტორია დაფარა, სადაც მძიმე ტექნიკაა განთავსებული. კომპანია ტბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის სამუშაოებს ახორციელებს. დატბორილია მიწის ნაკვეთებიც.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტს წვიმამ პრობლემები შეუქმნა და ერთ-ერთი ადგილობრივის ნაკვეთიც დატბორა.
სავარგული ჰქონდა ერთ გლეხს და იქ დატბორა. ჩინურ კომპანიას მივმართეთ, დაასუფთავა კალაპოტი და დაიწია წყალმა, - ამბობს თოფურიძე "მთავართან" საუბარში.
მისივე თქმით, სტიქია საცხოვრებელ სახლებს არ შეხებია.