"ევოლუშენ გეიმინგის" თანამშრომლები კომპანიას სასამართლოში უჩივიან. თანამშრომლების სახელით სარჩელი საქალაქო სასამართლოშ, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" შეიტანა.
EMC კომპანიიდან გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათავისუფლებული 14 თანამშრომლის ინტერესებს იცავს. არასამთვრობო ორგანიზაციის შეფასებით „ევოლუშენ ჯორჯიამ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ბოროტად გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება და უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეწყვიტა მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა.
მოსარჩელეები წარდგენილი სარჩელით სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.
სამსახურიდან გამოშვების მთავარი მოტივი იყო ის, რომ დასაქმებული ვიყავი გამოსაცდელი ვადით. "ევოლუშენ გეიმინგს", ისევე როგორც სხვა კომპანიებს, გარკვეული ეკონომიკური შესაძლო პრობლემები შეექმნა. იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა ბაზრიდან გასულიყო კომპანია, იყო იმის ვარაუდიც რომ შემცირებები მოეხდინათ, - ამბობს კომპანიის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ლაზარიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ევოლუშენ გეიმინგმა" 1300-მდე თანამშრომელი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა.