"დელტას" აუდიტი თავდაცვის სამინისტროში - სად გაქრა უწყების 700 მილიონი

გამოქვეყნდა:

ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის ერთ ეპიზოდს საქართველოს პროკურატურა უკვე მეორე  წელია იძიებს. საქმე ეხება თავდაცვის ბალანსზე არსებულ საწარმო დელტას, რომელიც წესით იარაღის წარმოების ფლაგმანი უნდა იყოს და თავდაცვაში უახლეს ტექნოლოგიებს უნდა ნერგავდეს, მაგრამ, როგორც ბევრი საქმეში ჩახედული ადამიანი ეჭვობს, რეალურად ფულის საჭრელი კორუფციული დაზგაა

697 406 534 ლარი - აუდიტის სამსახურმა თავდაცვის  სამინისტროს საქმიანობა შეისწავლა და დაადგინა რომ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უწყებაში მილიონობით ლარის უზუსტობაა, რაც იმას  ნიშნავს, რომ ფული, რომელიც ჯარისკაცების კეთილდღეობასა და ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებას უნდა  მოხმარებოდა არავინ იცის სად გაქრა.

ყველაზე მეტი უზუსტობა და კითხვის ნიშანი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტას საქმიანობას უკავშირდება. მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნის თანახმად, 2019 წლის მდგომარეობით 25 მილიონ ლარზე მეტი დებიტორული დავალიანებაა. აქედან 16 მილიონზე მეტი შპს "მშენებელი 2011-ს" ეკუთვნის, დანარჩენი კი სხვადასხვა მომსახურებისთვის წინასწარ გადახდილი თანხაა.  

 

მიხეილ გოგოუაძის რეპორტაჟი - "დელტას აუდიტი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი