მშენებლობა შერჩევით - მოქალაქეები მერიის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მაცხოვრებლები თბილისის მერიას უპირისპირდებიან და შელახული უფლებების აღდგენას ითხოვენ. საქმე იმაშია, რომ გენ.გეგმის შემუშავების შემდეგ, თბილისის რამდენიმე უბანში მიწათმფლობელებს საერთოდ ყველანარი მშენებლობა აუკრძალეს. მაგალითად, ლისთან და თბილისის ზღვასთან.

არადა, ამ ადამიანებმა თავის დროზე გაყიდეს ბინები, აიღეს სესხები და იმედი ჰქონდათ, რომ საცხოვრებელ პირობებს ასე გაიუმჯობესებდნენ და კერძო სახლში იცხოვრებდნენ. შემდეგ მერიამ მშენებლობას ვეტო სამართლებრივი დასაბუთების გარეშე დაადო და ასე გრძელდება უკვე ბევრი წელია.

არადა, ილახება საკუთრების უფლება, ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება გამოიყენონ მიწა ისე, როგორც გაეხარდებათ. ყველაზე უსამართლო კი ამ ისტორიაში მერიის ორმაგი მიდგომაა - გაუგებარი მიზეზებით რიგით მოქალაქეებს მშენებლობის უფლებას არ აძლევს, ხელისუფლების რჩეულ ბიზნესმენებს კი იგივე ტერიტორიაზე პრაქტიკულად ყველა ხუშტურს უსრულებს.

ჟანა აკოფაშვილის რეპორტაჟი: "გენგეგმით დაზარალებულები"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი