"ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, გაფიცული 3500 თანამშრომლიდან 70% მზად არის, ხვალიდან სამუშაო პროცესს დაუბრუნდეს. მეორე ჯგუფი ამბობს, რომ შეთავაზებული გაზრდილი დანამატი იმდენად მიზერული და შრომასთან შეუსაბამოა, რომ არ უღირთ მუშაობა გააგრძელონ. ისინი ანაზღაურების 50%-ით გაზრდას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების ნაწილია ამბობს, რომ გუშინ ღამით მაღაროელების ნაწილი დააშინე, დღეს კი, კომპანიამ განცხადებები დაურიგა, რომელზე ხელის მოწერითაც ისინი დაადასტურებენ, რომ მზად არიან ორშაბათიდან სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ.
რაც შეხება კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს", ისინი მზად არიან, 1-ლი მაისიდან თანამშრომლებს ხელფასი 250 ლარით გაუზარდონ და ასევე წელიწადში 4 დღესასწაულზე მათ სიმბოლური თანხა, 50 ლარი გადაეცეთ.
"ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი პოზიცია ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით. შეთავაზება იყო, რომ ყველა მუშა მოსამსახურეს ხელფასი მოემატება 250 ლარის ოდენობით. ასევე სადღესასწაულო დღეებში გათვალისწინებული იქნება გარკვეული ტიპის ფინანსური საჩუქარი", - თქვა ვლადიმერ სალაძემ.
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი უკვე მე-3 დღეა გრძელდება, თუმცა სავარაუდოდ უკვე ხვალიდან, ისინი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებინა.