მოძრაობა "საქართველოსთვის" და მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები ამ წუთებში პარლამენტთან, აქციისთვის ემზადებიან.
სამოქალაქო აქტივისტები ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ და ხელისუფლებას, ასევე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერებს მოუწოდებენ, არ დაარეგისტრირონ კანონპროექტი, რომელიც 20 ივნისის აქციის დამრბევ და მოძალადე პოლიციელებზეც გავრცელდება.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამ კანონპროექტს მაინც მიიღებს, აქტივისტები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში სამშაბათს უნდა დაინიცირდეს.