"მე ვერ ვხედავ, რას ქვია ძელები, რომელია ძელები " - ქარელის მერი ოკუპაციას ვერ ხედავს

გამოქვეყნდა:

მე ვერ ვხედავ, რომ რამე მიმდინარეობს, თქვენ ხედავთ რამეს? - ქარელის მერი ოკუპაციას ვერ ხედავს. ზაზა გულიაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ იმ ადგილას ჩავიდა, სადაც ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებენ, ამბობს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, პოლიცია ადგილზეა და სიტუაცია ყველანაირად კონტროლდება.

"მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ შეექმნება, პოლიცია ადგილზეა და ყველანაირად კონტროლირებადი სიტუაციაა.

ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, ხედავთ ბანერები სადაცაა, მე ვერ ვხედავ, რომ რამე მიმდინარეობს, თქვენ ხედავთ რამეს? რას ქვია ძელები, რომელია ძელები, მე ვერ ვხედავ ძელს აქ თქვენ თუ ხედავთ...",-თქვა გულიაშვილმა "მთავარ არხთან"

ტახტისძირის შემდეგ კი ოკუპანტები დღეს უკვე ღოღეთი -თამარაშენის გასაყართან გააქტიურდნენ. ადგილზე, სადაც ჯერ კიდევ გასულ წელს, მათ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დადგეს,  სატვირთო მანქანებით გადაადგილდებიან და ხის ძელებს ამონტაჟებენ, რაც იმის მანიშნებელია რომ სულ მალე ამ ტერიტორიაზე ახალი მავთულხლართები გაივლება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი