სალხინოში სასულიერო პირებმა და მრევლის წევრებმა ერთმანეთს ბზობის დღესასწაული, ბზის რტოების ნაცვლად, მუშტებით და წიხლებით მიულოცეს - ეკლესიაში ასეთი დაპირისპირება ჩვეულებრივ ვითარებაშიც კი მძიმე საყურებელია, მითუმეტეს, როდესაც ეს ასეთი დიდი დღესასწაულის დროს ხდება.
სამეგრელოს სასულიერო კონფლიქტი ახალ ფაზაში გადავიდა - მრევლის რიგითი წევრების გვერდით მდიდარმა ბიზნესმენებმაც დაიწყეს გამოჩენა. დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი გმირი ვინმე კლიმენტი კეკუტია იყო.
ბიზნესმენ კეკუტიას დაპირისპირებას ჭყონდიდს ყოფილ მიტროპოლიტ პეტრესთან, როგორც თავად ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს მრავალწლიანი ისტორია აქვს.
როგორც ჩანს სწორედ ეს დაპირისპირება უდევს საფუძვლად იმ უკიდურეს მიუღებლობას, რომელიც ყოფილი მიტროპოლიტის მომხრე ბერებს კეკუტიას მიმართ ამოძრავებთ. მხარეებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა, სამართლის ჩარჩოში იყო მოქცეული, თუმცა დღეს ეს ვითარება შეიცვალა და პოლიციამ ჩხუბის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გიორგი გვიშიანის რეპორტაჟი - "მუშტები ბზის ნაცვლად"