ბრწყინვალე შვიდეული ტყუილად არ არის შვიდი დღე... ხომ შეიძლება გადანაწილდეს სასაფლაოზე გასვლა - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

"არავინ უშლის ადამიანებს, როგორც შარშან იყო, მთელი კვირის განმავლობაში, ოჯახიდან 1-2 ადამიანი გავიდეთ, ავანთოთ სანთელი. იქნება შეზღუდული... განსაკუთრებული მონიტორინგი იქნება სწორედ იმ არასასიამოვნო ტრადიციებზე, რაც გვაქვს... სოფელში სასაფლაოზე რომ გავა ადამიანი, იმას არავინ აუკრძალავს გასვლას, მაგრამ სოფლის რწმუნებული მიმართავს და სთხოვს, რომ იქ არ იყოს სუფრა და დიდი შეკრებები. ძირითადად, ეს საკითხი უფრო მტკივნეულია თბილისისა და დიდი ქალაქების სასაფლაოებზე, სადაც პოლიცია შესაბამის წესრიგს დაიცავს, რომ ამ დიდი შეკრებების პრევენცია იყოს. თავი შევიკავოთ ორშაბათ-სამშაბათს... იმიტომ რომ ბრწყინვალე შვიდეული ტყუილად არ არის შვიდი დღე. ყველა ვცდილობდით სასაფლაოებზე გავსულიყავით ორშაბათ-სამშაბათს, ხომ შეიძლება ეს გადანაწილდეს". 

- ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე TV ფორმულას ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი