კახი კავსაძე გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

86 წლის ასაკში, მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია "მთავარს"  პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაუდასტურა.

კავსაძე ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. მას კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდასტურდა.

რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ, მსახიობი გაწერეს, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მისი საავადმყოფოში დაბრუნება გახდა საჭირო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი