მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოებმა შედეგი გამოიღო - კალაძე

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოები ჩატარდა, რამაც შედეგი გამოიღო. კერძოდ, თბილისის მერის განმარტებით, სამუშაოების შედეგად, მოიხსნა მიწის ნაწილი, რომელიც მაგისტრალური წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა.

"ამ კონკრეტულ მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოები - ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო და რა თქმა უნდა, ეს დაადასტურა გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროექტის მოწესრიგებაში, ამ პროექტის განხორციელებაში.

წარმოებული სამუშაოების შედეგად, კერძოდ მოიხსნა მიწის მასის ნაწილი, რომელიც მაგისტრალური წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა, დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი, დამონტაჟდა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს და დაკვირვებისას იძლევა ზუსტ ინფორმაციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით", - თქვა კახი კალაძემ.

კალაძის თქმით, ამჟამად ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები მიმდინარებს, რომ მეწყრული პროცესების საბოლოოდ შეჩერება მოხდეს.

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო მოძრაობა შეზღუდულია.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი