"რამდენად ეფექტურად მუშაობს კომენდატის საათი და შეგვიძლია თუ არა, რომ გადავწიოთ ან საერთოდ გავაუქმოთ? გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა გადაადგილდება სამოქალაქო ტრანსპორტით და იმ დროს, როცა კომენდანტის საათი იწყება, მოსახლეობის უმრავლესობა ერთდროულად ხვდება სამოქალაქო ტრანსპორტში და იქმნება ძალიან დიდი მობილობა, რაც დაავადების ძალიან დიდ რისკს ქმნის".
მიმართა პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით კაჭარავამ, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს.