ზოგიერთი თავს ეკლესიის წევრადაც მიიჩნევს, მაგრამ ვერ ცხოვრობენ ისე, როგორც შეეფერება ქრისტეს მცნებებს - მეუფე შიო

გამოქვეყნდა:

"სამწუხაროდ, არ არიან ბევრნი ჩვენ შორის, ვინც ეწაფება ამ წყაროს და სარგებლობს მისით, რათა სათანადოდ იცხოვროს; მათ შორის ზოგიერთი თავს ქრისტიანად და ეკლესიის წევრადაც მიიჩნევს, მაგრამ ვერ ცხოვრობენ, არ ცხოვრობენ ისე, როგორც შეეფერება ქრისტეს მცნებებს, ამ ძალასა და მადლს. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ როგორც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ბზობის დღესასწაულზე გვიქადაგა, არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ვერ განსწმენდს ღმერთის სიყვარული და კაცთმოყვარება, ვერ განსწმენდს უფლის ცხოველსმყოფელი სისხლი, ყოველი წვეთი ამ სისხლისა არის მაცხოვნებელი და განმწმენდელი, თუკი ჩვენ მოვინანიებთ და მოვისურვებთ ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების შეცვლას.

ღმერთმა მოგვცეს ასეთი სინანული, ამ განწყობით ვიდგეთ დღეს უფლის საფლავის წინაშე".

თქვა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესის შესრულების შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი