თბილისში, პეკინის გამზირზე, საკუთარ სახლთან ახლოს, ორი კაცი არასრულწლოვან ტრანს გოგოს თავს დაესხა.
ინფორმაცია mtavari.tv-ის მადონა კიპაროიძემ მიაწოდა.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს სხეულზე დაზიანებები აქვს. გარდა ამისა, გოგოს დაუმტვრიეს ტელეფონი და მოპარეს ჩანთა და საფულე. ამის შემდეგ კი თავდამსხმელები ადგილიდან გაიქცნენ.
დაზარალებული არასრულწლოვანი პოლიციაში, დაკითხვაზე გადაიყვანეს. შსს-მ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.