მთის კურორტების განვითარების სააგენტომ მილიონები გაფლანგა  - აუდიტის დასკვნა

გამოქვეყნდა:

არ არის გამორიცხული მთის კურორტების განვითარების სააგენტოს საქმიანობით გამოძიება დაინტერესდეს. აუდიტის დასკვნით, კურორტების სააგენტომ ბიუჯეტიდან მილიონები გაფლანგა.

აუდიტის მიხედვით, მთის კურორტების განვითარების სამსახურმა ათობით ათასი ლიტრი ბენზინი იმ ავტომობილებისთვის მოითხოვა, რომლებიც სააგენტოს კუთვნილებაში არ იყო.

არამიზნობრივ ხარჯებს ემატება კომპანიის იმჟამინდელი დირექტორის, სანდრო ონოფრიშვილის, გადაწყვეტილებაც - სააგენტოს ხელმძღვანელმა ბრძანება გამოსცა და საკუთარ თავს ანაზღაურება 4600 ლარით მოუმატა. არადა, წესით ამის უფლება მას არ ჰქონდა.

სააგენტო უფასოდ ურიგებდა თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს VIP ბარათებს, იგივე აბონემენტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 133 ათასი ლარი სახელმწიფოსგან სამსახურმა მიიღო და ახლობლებს დაახარჯა. ადამიანებს კი ვისაც VIP ბარათები გადაეცათ, ყველა სერვისის მიღება კურორტებზე უფასოდ შეეძლოთ.

018-2019 წლებში სამსახურის საქმიანობის შესწავლით გაირკვა ისიც, რომ 159 მილიონამდე ლარის ღირებულების სამშენებლო ხელშეკრულებები უნებართვოდ გაიცა.

გუდაურში საბაგიროს ცნობილი ინციდენტის შემდეგ, მთის კურორტების განვითარების სააგენტომ ტერიტორია მალევე გაარემონტა, თუმცა სამ თვეში აღმოჩნდა, რომ მშენებლობა უხარისხოდ და უნებართვოდ აწარმოეს.  წარუმატებელი გარემონტებიდან სამ თვეში საბაგირო ისევ გაჩერდა.

სანდრო ონოფრიშვილი, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მსგავსად კითხვებს არ პასუხობს. ონოფრიშვილი ახლა ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი