შსს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 2 000 ლარით დაჯარიმდება სასაფლაოებზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის.
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალა. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.
2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.