"არცერთი ადამიანი არ დარჩება დახმარების გარეშე" - საბურთალოს გამგებელი

გამოქვეყნდა:

გვიან ღამით, გადაუღებელმა წვიმამ განსაკუთრებული პრობლემები დიდი დიღმისა და სოფელი დიღმის მოსახლეობას შეუქმნა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სარდაფები და სასურსათო მაღაზიები, დაზიანებულია ავტომობილები. 

საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე განმარტავს, რომ ყველა საკითხი მოგვარდება და დახმარების გარეშე არავინ დარჩება.

"კერძო დასახლებები, სოფელი დიღმის და დიდი დიღმის, სადაც მოხდა რამდენიმე ბინის და კორპუსების ეზოების, სადაც საგანგებო სამსახურმა ყველა მისამართზე ჩაატარა სამუშაოები. მეორე მიმართულება არის უკვე კორპუსებში სადაც მოხდა სახურავების გაჟონვა ამას საბურთალოს გამგეობა ყველა საკითხს მოაგვარებს და მესამე მიმართულება იყო უკვე დასუფთავების სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს ეხლა დიდ დიღომში და გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს თბილსერვისი და მერიის ინფრასტრუქტურული სამსახური.

მიმდინარეობს აღწერა, დავდივართ ადგილებზე და არცერთი ადამიანი არ დარჩება დახმარების გარეშე." - ამბობს გაიოზ ვასაძე

ცენტრალურ ქუჩებზე, ამ დროისთვის მუშაობს დასუფთავების სამსახური და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო დაზარალებულები აცხადებენ, რომ ზარალი საკმაოდ დიდია და ელოდებიან დახმარებას.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წვიმის შედეგად დიდ დიღომში დაზიანდა 7 საცხოვრებელი სახლის სახურავი

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი