"არსებობისთვის ვიბრძვი, სასადილო ყოველ დღე გვჭირდება" - ტყიბულში უფასო სასადილო დასვენების დღეებში არ მუშაობს

გამოქვეყნდა:

ტყიბულის მერიის თვითმმართველობა მიიჩნევს, რომ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს კვირას და დღესასწაულებზე საკვები არ სჭირდებათ.

მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები ამბობენ რომ , ყოველი დღესასწაული მათთვის  გამოწვევად იქცა, რადგან არ იციან რა საჭმელი მიიღონ.  რაც შეეხება კვირა დღეს, მათ მხოლოდ პურს ურიგებენ, რაც მძიმე ცხოვრებას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის.

გაჭირვებული მოსახლეობა, ასევე მოხუცები, რომლებიც სწორედ უფასო სასადილოებზე არიან დამოკიდებული, ითხოვენ, რომ სასადილოებმა კვირაში შვიდივე დღე იმუშაონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი