ლაგოდეხში 85 წლის ქალი დაიკარგა

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაში 85 წლის ქალი დაიკარგა - გაუჩინარებულ თალიკო მექოშვილს ახლობლები და ოჯახის წევრები მეოთხე დღეა ეძებენ.

დაკარგულის ძმისშვილი ამბობს, რომ მოხუცი  27 აპრილს ჩუმად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს. მისივე თქმით, ქალს რამდენიმე წლის წინ შვილი გარდაეცვალა და ამის გამო,  ფსიქიური პრობლემები შეექმნა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოჯახი მის მოსაძებნად დახმარებას ითხოვს.

ინფორმაცია უკვე მიაწოდეს პოლიციასაც, რომელიც თალიკო მექოშვილის სამძებრო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აწარმოებს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი