სააღდგომო სამზადისი ჯავახეთის მონასტერში, სადაც მხოლოდ 2 მონაზონი ცხოვრობს

გამოქვეყნდა:

საღამოს ტბის მდუმარებას დილის 4 საათზე 2 მონაზონის ლოცვა არღვევს. მეფე თამარის მონასტერში დედები უმძიმესი პირადი ტრაგედიით ცხოვრობენ. დედა მართამ და დედა მარინემ ღვთის სახლში ბინა წლების წინ დაიდეს, შვილების დაკრძალვის შემდეგ ქალებისთვის ახალქალაქის მძიმე ყოფა ერთადერთი შვება აღმოჩნდა. 16 წლის წინ სოფელ საღამოს მონასტერში წავიდნენ და ასე იქცნენ სამონაზვნე დედები ქრისტეს ანგელოზებად.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიაში მძიმე სამონასტრო ტიპიკონს კიდევ ერთი გარემოება ამძიმებს. სოფელ ბარალეთშიც მხოლოდ 2 მონაზონი ცხოვრობს. ვნების კვირაში დედების ერთადერთი საქმე ლოცვაა, ეს ის დროა როდესაც ყვლაფერი ჩერდება და მხოლოდ ღვთის სამსახურისთვის შრომობენ. ეთნიკურად არაქართულ სოფლებში სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის აღდგომაც და ლოცვაც სულ ერთია, მონაზვნები სადღესასწაულო სამზადისს მაინც არ წყვეტენ. რთული პირობების მიუხედავად იციან რომ  ქრისტეს აღდგომისთვის ყველაფერი მზად უნდა ქონდეთ.

წმინდა ნინოს მონასტერში წელს განსხვავებული სამზადისია. წითელ პარასკევს შეგროვებული კვერცხების მხოლოდ ნაწილს ღებავენ. ნაწილი კი ბუნებრივად არის შეფერილი. მონასტრის ქათმებმა წელს მწვანე კვერცები დადეს. 

გიგლა თუმანიშვილის რეპორტაჟი - "მზადება სააღდგომო ლიტურგიისთვის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი