თბილისი- ზუგდიდის მატარებლის მგზავრებმა გადაადგილება ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ შეძლეს. მატარებელი სოფელ მარელისში ცოტა ხნის წინ მივიდა. მგზავრების ჩასხდომა უკვე დასრულდა და მატარებელი ზუგდიდში გაემგზავრა.
ამ ხნის განმავლობაში ლიანდაგიდან გადასული მატარებლის მგზავრები ალტერნატიული ტრანსპორტის მოლოდინში იყვნენ. მათ ხუთი საათის გატარება ღია ცის ქვეშ მოუწიათ.
მოქალაქეები ხელისუფლებას და კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ და კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობდნენ. მათი თქმით, ამ ხნის მანძილზე მათ მხოლოდ წყალი მიაწოდეს.