კარტოგრაფების გათავისუფლების შემდეგ, ეკლესია პროკურატურის მუქარაზე გადავიდა - თეოლოგების ეპისტოლე

გამოქვეყნდა:

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს პარალელურად, ქართველ თეოლოგთა ნაწილმა ალტერნატიული ეპისტოლე გაავრცელა, სადაც სუბარია იმ პრობლემებზე, რომელიც ეკლესიაშია.

ასევე, ე.წ. გარეჯის საქმეზე წერია, რომ ეკლესიის წარმომადგენლები ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გამოშვების შემდეგ, პროკურატურისადმი ღია და აშკარა მუქარაზე გადავიდნენ.

ასევე  ნათქვამია, რომ შობიდან აღდგომამდე პერიოდმა გამოკვეთა სასულიერო პირების მხრიდან გადაცდომები და საპატრიარქოს "უკანონო", "მიკერძოებული", "არაადექვატური" და "უსამართლო" ქმედებები.

"კვლავ აქტუალურია ე.წ. "დავითგარეჯის საქმე" და საქართველოს საპატრიარქოს დამოკიდებულება მისდამი. ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლები იქამდეც კი მივიდნენ, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გამოშვების შემდეგ, აშკარა და ღია მუქარაზე გადავიდნენ პროკურატურის მიმართ. საპატრიარქოს ასეთი ქვენა ზრახვების მიზეზი საზოგადოების კონსოლიდაცია გახდა, რომელმაც დაკავებული პირების გირავნობის თანხა – 40 000 ლარი რეკორდულ დროში (2 საათი) შეაგროვა. როგორც ცნობილია, ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველანი მოუთმენლად ველით",-ნათქვამია თეოლოგების ეპისტოლეში.

ეპისტოლეს ხელს აწერენ:

  • ზვიად ცაბაძე
  • გიორგი ტიგინაშვილი
  • გიორგი გეგუჩაძე
  • ვანო შოშიაშვილი
  • გიგა ამირანაშვილი
  • დავით ნებიერიძე
  • ლადო წითლიძე
  • გურამ პაპავა
  • ლაშა ჯიხვაშვილი
  • გოგა ესიავა
  • სანდრო ხაჯალია
  • ეკლესიის ისტორიის მკვლევრები:
  • შოთა მათითაშვილი
  • ბექა ჭიჭინაძე

საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე (სრული ვერსია)

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი