სასულიერო პირი დავით გარეჯიდან ამბობს, რომ სამონასტრო კომპლექსის ნაწილში, კერძოდ, აღდგომის ტაძრის ტერიტორიაზე, სასულიერო პირები და მომლოცველები შეგნებულად არ ადიან, ვიდრე სადაო ტერიტორიის საკითხი არ გადაწყდება.
"ვერ ავდივართ არ არის სწორი, თავს ვიკავებთ ვიდრე არ გადაწყდება, უნდა გადაწყდეს. არ ვთვლით, რომ ვერ ავდივართ, არ იქნებოდა ასე სწორი.... იყო ერთი პერიოდი, ასეთი შემოთავაზება, მაგრამ ამაზე არ წავსულვართ არასოდეს. ჩვენ თუ ავდიოდით ავდიოდით ყველანი ერთად, ცალკე არ გვივლია",- ამბობს ის
სააღდგომოდ, დავით გარეჯის კომპლექსის აღდგომის ტაძარი ცარიელია. მომლოცველებს არ უშვებენ არც უდაბნოს ტერიტორიაზე. მესაზღვრეების თქმით, "დავითის ცრემლები" არის ბოლო წერტილი, სადაც მრევლს შესვლის უფლება აქვს, იმის იქით კი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან.