პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე - ოპოზიციისა და თეოლოგების შეფასება

გამოქვეყნდა:

საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კრიტიკულად აფასებენ. ამბობენ, რომ აუცილებელია, რომ მედიასა და სიტყვის თავისუფლებას ყველამ პატივი უნდა სცეს.

"ევროპული საქართველოს" წევრის ლაშა დამენიას თქმით, "მიკერძოებული და არაობიექტურია ის გარემოება, როდესაც სიძულვილის ენისა დანერგვა შეიძლება დააბრალო ჟურნალისტებს და ტელევიზიებს".

ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ ეკლესიას უნდა ვცეთ პატივი, მაგრამ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, შესაბამისად მედიისა და სიტყვის თავისუფლების კრიტიკა - არარელევანტურია. მათი თქმით, "ტექნოლოგიურ პროგრესს ისევე როგორც სამეცნიერო პროგრესს, წინ ვერაფერი დაუდგება".

რაც შეეხება თეოლოგებს, ამბობენ, რომ საპატრიარქოს მხრიდან მედიის მისამართით მსგავსი გზავნილები, ადასტურებს იმას, რომ სწორედ მედიის საშუალებით შუქდება ყველა ის დარღვევა, ბოროტმოქმედება თუ გადაცდომა, რაც არის საპატრიარქოში. "საპატრიარქო, როგორც წესი ებრძვის არა პრომლემებსა და გამოწვევებს, არამედ პრობლემებზე მოსაუბრე ადამიანებს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი