რამდენი ადგილია თბილისში, სადაც, შესაძლოა, თქვენც ბევრჯერ გაგივლიათ, დაგისვენიათ, გისეირნიათ ისე, რომ არც კი იცოდით, რომ, სინამდვილეში, მიცვალებულებზე დადიოდით, მათ შორის, შესაძლოა, ძალიან ცნობილ მიცვალებულებზეც.
გადავწყვიტეთ, მოგვეყოლა თქვენთვის ცნობილი ადამიანების დავიწყებულ ან დაკარგულ საფლავებზე, რომლებისგანაც ისტორიას მხოლოდ ქვა, ამოტვიფრული სახელი ან - არც ერთი, არც მეორე - მხოლოდ ბუნდოვანი მოგონებაღა დარჩა.
მაგალითად, ვერის ბაღი გაშენებულია ძველ სასაფლაოზე - ყოველდღე რამდენი ადამიანი მიდის იქ და წარმოდგენაც არ აქვს, რომ ქვეშ მიწა ძველი საფლავებითაა გადაჭედილი.
გიორგი გაბუნიას დიდი ბებიაც ანუ მისი დიდი ბაბუის, კოლაუ ნადირაძის პირველი მეუღლე, მეოცე საუკუნის დასაწყისის ცნობილი მსახიობი, თამარ საყვარელიძეც სადღაც ვერის ბაღშია დასაფლავებული, მაგრამ ზუსტად აღარავინ იცის, სად.
ამდენი წლის შემდეგ, გიორგი გაბუნია პირველად მივიდა დაახლოებით იმ ადგილას, სადაც, სავარაუდოდ, მისი წინაპარია დამარხული.
გურანდა ავალიანის რეპორტაჟი: "დაკარგული საფლავები"