დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება

გამოქვეყნდა:

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ისევ იზღუდება. შესაბამისი გადაწყვეტილება 26 აპრილს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. გადაწყდა, რომ 3-12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება.

საბჭოს გადაწყვეტილებითვე, არ შეიზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება.

მანამდე კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 2020 წლის ნოემბერში აიკრძალა, რის შემდეგაც მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება 2021 წლის 8 თებერვალს სამუშაო დღეებში აღდგა. შაბათ-კვირას დაწესებული ეს შეზღუდვა 24 თებერვლიდან მოიხსნა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი