ზუგდუდში, მდინარე შხოუშას სანაპიროზე, თეთრი გიორგი ქუჩის ბოლოს მდგარ მაღალი ძაბვის ბოძზე 19 წლის ბიჭი ავიდა და გადმოხტომა სცადა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ, სანამ თვითმკვლელობას ეცდებოდა, სახლში იჩხუბა. ჩხუბის შემდეგ მას მეზობელი გამოჰყვა, რომელმაც მას გადმოხტომაში ხელი შეუშალა და ფაქტის შესახებ 112-ს აცნობა.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა, ახალგაზრდა მაღალი ძაბვის ბოძიდან ცოტა ხნის წინ ჩამოიყვანეს.
როგორც მეზობლები ამბობენ, ახალგაზრდა ნასვამ მდგომარეობაში იყო, ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ ბოძთან მისული მეზობლები, რომლებიც ბიჭის დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა მათი მდგომარეობის გამო სამართალდამცველებმა ბოძთან მიახლოების უფლება არ მისცეს. ერთ-ერთი მათგანი პოლიციამ ადგილს განარიდა, ის სამმართველოში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ჩხუბის მიზეზი ახალგაზრდა ბიჭისთვის შეყვარებულის მიერ ნათქვამი უარი გახდა,.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემქურება.
ცნობილი ხდება, რომ ამ ფაქტის გამო, მთელ ზუგდიდში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდეს.
ავტორი: ემა გოგოხია