"ძალიან უბედური ვარ, ძალიან მეტკინა გული"... - პიერ რიშარი კახი კავსაძეზე

გამოქვეყნდა:

ლეგენადრული ფრანგი მსახიობი, პიერ რიშარი, საქართველოსა და ქართველ ხალხს ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობის კახი კავსაძის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს. მისი მიმართვა "მთავარი არხის" ეთერში დღეს პირველად გასაჯაროვდა:

"ახლა გავიგე კახი კავსაძის ამბავი. ძალიან უბედური ვარ, ძალიან მეტკინა გული, რომ წავიდა ასეთი დიდი მსახიობი, ბრწყივნალე ადამიანი, გულუხვი და ჩემს მიმრათ ძალიან ყურადღებიანი. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი. მინდა გადმოქცეთ ტკივილი, რომელსაც განვიცდი და ვიზიარებ ქართველ ხალხთან ერთად. მათ დაკარგეს დიდებული ადამიანი. მე ვფიქრობ მასზე და თქვენზე ყველაზე, ქართველ ხალხზე, რომელიც მას გლოვობს", - ამბობს პიერ რიშარი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი