პროვოკაციის მორიგი მცდელობა ხურვალეთში. "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტების მანქანის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 4 სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი გადმოვიდა. მომხდარზე პოლიციას რეაგირება ჰქონდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
"ინციდენტი მოხდა ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ამას ვამტკიცებთ ჩვენ, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული 4 ადამიანი გადმოვიდა, მოაწყვეს გარკვეულწილად პროვოკაცია, ჰქონდათ ძალიან ხამამაღლი საუბარი პოლიციასთან, პოლიციამ ისინი გააბრუნა უკან, არ დააკავა. ეს ინციდენტი განმეორდა 2-ჯერ, ან 3-ჯერ, აშკარად იგრძნობოდა რუსული საოკუპაციო ძალები ზურგი.
მე ვფიქრობ, რომ დიახ, უნდა დაეკავებინათ ეს ადამიანები, ვინაიდან აქ არსებობს ოკუპაციის ხაზი, რომლის გადაკვეთა როგორც ჩვენ მოქალაქეებს ეკრძალებათ, ასევე მეორე მხრიდან, მითუმეტეს, როცა ჩვენი სამი მოქალაქე იმყოფება ცხინვალის ციხეში", - თქვა დავით ქაცარავამ.
ადგილობრივის ინფორმაციით, გადმოულები ხურვალეთში სასაფლაოს ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ, ისინი ქართულად და ოსურად საუბრობდნენ. ამავე თემაზე: