ისევ საწოლფონდის პრობლემა - კლინიკები პაციენტებს ვეღარ იღებენ 

გამოქვეყნდა:

საავადმყოფოებში საწოლები გადავსებულია - თითქმის ყველა კოვიდჰოსპიტლის ხელმძღვანელი ღიად ამბობს, რომ ინფიცირებულის მიღებას ვერ შეძლებს. საწოლის გარდა, მძიმე პაციენტებისთვის არ აქვთ ჟანგბადიც. 

ხელისუფლებამ დამატებითი საწოლფონდის მობილიზება მხოლოდ ორი კვირის წინ დაიწყო. "ლოქდაუნიც", სახელად სააღდგომო არდადეგები -მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელს მთავრობამ სხვა ვერაფერი დაუპირისპირა.

ჯანდაცვის ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვა ინფიცირების მაჩვენებელს მხოლოდ დროებით შეაჩერებს.

ისედაც მძიმე ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ორი კვირით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დამატებით მძიმე პრობლემა ხდება. ჩაკეტვა აზარალებს ბიზნესსაც. რესტორნების მფლობელი ამბობენ, რომ ისედაც გაკოტრების პირას არიან და შიდამიმოსვლის აკრძალვის გამო, თანამშრომლების მიყვანა სამსახურში თავად უწევთ, ამასთან ხელისუფლებას სარესტორნო ბიზნესისთვის დაპირებული 500 ლარიანი კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია. 

ხელისუფლებას ოპონენტები ახსენებენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი გზა იმუნიზაციაა, თუმცა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი