ჩინოვნიკების გულგრილობის მსხვერპლად ამჯერად ქალაქის ძველ უბანში მდებარე სახლი იქცა, რომლის რეკონსტრუქციასაც ფასადზე განთავსებული უნიკალური ორნამენტების ნაწილი ემსხვერპლა.
ჯავახიშვილის 6 ნომერში,სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადიდან უნიკალური ორნამენტებს თბილისის განვითარების ფონდის დაქირავებული კომპანია მიადგა და მათი ნაწილი ქვემოთ ჩამოყარა.
ისტორიული ძეგლს უკვე წლებია რესტავრაცია უტარდება, მაგრამ სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ის რაც ახლა ხდება სასწრაფოდ შესაჩერებელია.
თბილისის განვითარების ფონდში ამბობენ, რომ პროცესი პროექტის მიხედვით მიმდინარეობს და არ საჭიროებს დამატებით კვლევას, შესაბამისად არც შეჩერდება.
ფონდში გვიმტკიცებენ, რომ ისტორიული ორნამენტები დაასაწყობეს, მაგრამ არაფერს ამბობენ იმაზე რატომ ჩამოყარეს ორნამენტების ნაწილი.
ერთი წლის წინ, თბილისის მერიამ ზაქარია ქუცნაშვილს უფლება მისცა ისე შეეცვალა ტურგენევის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ძეგლის ფასადი, როგორც სურდა.
ვანდალიზმის შესაჩერებლად სპეციალისტებმა პირობაც მიიღეს, მაგრამ ისტორიული მნიშვნელობის ორნამენტები მაინც პენოპლასტით ჩაანაცვლეს.შედეგად, შენობის მარცხენა მხარემ ისტორიული და ავთენტური მახასიათებლები დაკარგა.