ძლიერი წვიმა და ქარი - საქართველოში ამინდი უარესდება

გამოქვეყნდა:

საქართველოში 6 მაისამდე იწვიმებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, 4 მაისს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში 5 მაისის დილამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 6 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა/გააქტიურება გამოიწვიოს", - წერს გარემოს ეროვნული სააგენტო. 

მთავარი შაბათს
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი