ადგილმონაცვლეობა მშენებლებს, ეზო ბავშვებს - ამ ლოზუნგით ანას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები მშენებლობის განახლებას აპროტესტებენ. მათ სკვერში სიმბოლურად ფეხსაცმელებიც მიიტანეს, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს განასახიერებს.
ადგილობრივების დღევანდელი პროტესტის მიზეზი ბაღში განახლებული მშენებლობაა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისის მერიამ საგანგებო მდგომარეობით ისარგებლა და მშენებლებს სამუშაოების განახლების უფლება მისცა.