კატეგორიულად მოვითხოვთ ამ პირების გამოვლენას და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას - ნიკა გვარამია დავით-გარეჯის ინცინდენტზე

გამოქვეყნდა:

"დავით გარეჯის ტერიტორიაზე, ჩვენს გადამღებ ჯგუფს და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ მთვრალი სასულიერო პირები და გამგებლის მიერ მობილიზებული ზონდერები. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, დააზიანეს აპარატურა და აგინეს უშვერი სიტყვებით.

კატეგორიულად მოვითხოვთ ამ პირების გამოვლენას და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას თავდასხმისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო"

- წერს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დავით-გარეჯში მომხდარ ინცინდენტზე, როდესაც "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერ მელაშვილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სასულიერო პირები თავს დაესხნენ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი